აფორიზმები
ვეფხისტყაოსანი მდიდარი ნაწარმოებია აფორიზმებით. რუსთველოლოგის, ალექსანდრე ბარამიძის აზრით, შოთას, როგორც აფორიზმებით მაზროვნე პოეტს, მსოფლიო ლიტერატურაში ტოლი არ ჰყავს. რუსთაველი აფორიზმების საშუალებით მოკლედ, სხარტად გადმოსცემს ბრძნულ აზრებს. ჩვეულებრივ, ვეფხისტყაოსნის აფორიზმები ერთი სტროფის ფარგლებშია მოქცეული. სტროფის პირველ სამ ტაეპში პოეტი ავითარებს საჭირო მოსაზრებას, თვალსაზრისს, რასაც მეოთხე ტაეპის სახით მოსდევს უფრო ზოგადი აზრის შემცველი დასკვნითი აფორიზმი. ხშირად აფორისტული ხასიათისაა წინა სამი ტაეპიც, შესაბამისად, მთელი სტროფი აფორიზმია, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ყოველთვის უკანასკნელ, მეოთხე ტაეპს ენიჭება.
რუსთაველის აფორიზმები შთამაგონებელ-აღმზრდელობითი ხასიათისაა. ისინი ფართოდ გავრცელდა ხალხში ხალხური სიბრძნის სახით. აღსანიშნავია, რომ ხალხმა შოთა რუსთაველს მიაწერა ზოგიერთი ხალხური სიბრძნეც.
აუდიო ვერსია- კითხულობს გოგი ხარაბაძე
h
Комментариев нет:
Отправить комментарий